OOZH.GE

რა არის რეგისტრაცია (CHECK-IN)?

რეგისტრაციის პროცესი

Check-in, ანუ რეგისტრაცია, არის პროცედურა, რომელსაც მგზავრი რეისზე ჩასხდომამდე გადის. ის გაფრენამდე ტარდება და ყველა დაბალბიუჯეტიან რეისზე სავალდებულოა. პროცედურა მოიცავს დოკუმენტებისა და ავიაბილეთის შემოწმებას და ჩასხდომის ბარათის გაცემას.

choose platform

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ

სასარგებლო ინფორმაცია
ონლაინ რეგისტრაცია და რეგისტრაცია აეროპორტში

ონლაინ რეგისტრაცია და რეგისტრაცია აეროპორტში

ონლაინ რეგისტრაცია დამატებით ხარჯებს აგარიდებთ და აეროპორტში ლოდინის დროს შეგიმცირებთ. აეროპორტში რეგისტრაციისთვის, ავიაკომპანიის მიხედვით, შეიძლება დამატებითი საფასური დაგეკისროთ. გარდა ამისა, ონლაინ რეგისტრაციას სხვა უპირატესობებიც აქვს, მაგალითად, თვითმფრინავის სალონში მოსახერხებელი ადგილის წინასწარ არჩევის შესაძლებლობა.

თუ თვითმფრინავში ადგილს ირჩევთ

თუ თვითმფრინავში ადგილს ირჩევთ

ზოგიერთ ავიაკომპანიასთან ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია გაფრენამდე 30 დღით ადრე და გაფრენამდე 3–4 საათამდე, თუ მგზავრი ადგილს წინასწარ ირჩევს. თუ ადგილი არჩეული არ არის, ონლაინ რეგისტრაცია, როგორც წესი, გაფრენამდე 24–72 საათით ადრე იხსნება — კონკრეტული ავიაკომპანიის წესების მიხედვით.

თუ არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ

თუ არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ

გაფრენამდე მნიშვნელოვანია, გაეცნოთ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დამატებით წესებს, რადგან ეს წესები არჩეული ავიაკომპანიის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგიერთი გადამზიდავი იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც უფროსების გარეშე მოგზაურობენ, თანხლების მომსახურებასაც სთავაზობს.

თუ ძაღლთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ

თუ ძაღლთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ

თუ ძაღლთან, კატასთან ან სხვა პატარა ცხოველთან ერთად მოგზაურობთ, რეგისტრაციის პროცედურა შეიძლება სტანდარტულისგან განსხვავდებოდეს. წინასწარ გაეცანით რეგისტრაციის, რეისზე ჩასხდომისა და თქვენი შინაური ცხოველის გადაყვანის პირობებს.

plane ticket

ან, მარტივად რომ ვთქვათ

დაჯავშნეთ ავიაბილეთი oozh.ge-ზე და მიიღეთ საჭირო მხარდაჭერა.ონლაინ რეგისტრაციას ჩვენი აგენტები გაივლიან თქვენ ნაცვლად — უფასოდ.რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაქვთ?დაგვიკავშირდითჩვენ 24/7 თქვენს განკარგულებაში ვართ.